Wednesday, July 1, 2015

პროექტი

პროექტის სახელწოდება: კითხვა, როგორც აუცილებელი მოთხოვნილება და მისი მნიშვნელობა, როგორც სოციო-კულტურული ფენომენი.

პროექტის მთავარი იდეა: წიგნი, წიგნის ფუნქციები და კითხვის მნიშვნელობა საზოგადოების ყოფიერებაში. კავშირი წაკითხულსა და კინოეკრანზე გაცოცხლებულ გმირებს შორის.წიგნის წაკითხვით დანახული სამყარო და ფილმებში გადმოტანილი სინამდვილე.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს დღევანდელობიდან გამომდინარე ვაჩვენებ კითხვის აუცილებლობას და საჭიროებას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გააანალიზონ კითხვის, როგორც სოციო-კულტურული ფენომენის მნიშვნელობა და აქტუალობა.,მოახდინონ წაკითხულისა და ნანახის შედარება-დაკავშირება.

მონაწილეთა ასაკი: X-XI-XII კლასის მოსწავლეები.

ვადები და ხანგრძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგი: პროექტის მონაწილენი შეძლებენ სხვადასხვა სახის მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტების წაკითხვას და გააზრებას, ისინი გამოიყენებენ კითხვის ეფექტურ სტრატეგიებს და გააკეთებენს სათანადო დასკვნებს.
შეძლებენ კინოგმირებისა და ლიტერატურული პერსონაჟების წაკითხულთან შედარებას.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მხატვრული ლიტერატურა, ესეები, ინტერნეტ მასალა.,კინომასალა.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები განაწილდებიან ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა სახის დავალება:
პირველ ჯგუფს ევალება მოიძიონ და გაეცნონ მხატვრულ ნაწარმოებებს, კონკრეტულად კი ეძლევათ დავალება იმ ტექსტების მოძიებისა, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია კითხვაზე და ზოგადად კითხვის აქტუალობაზე.
მეორე ჯგუფს ევალება მოიძიონ პუბლიცისტურ-ესეისტური ჟანრის ტექსტები და გაიაზრონ სხვადასხვა ავტორთა მოსაზრებანი კითხვასთან დაკავშირებით.
პროექტის შესრულების ვადებში მოსწავლეები წარმოადგენენ წერილობით მიცემულ დავალებებს და შემდეგ მოახდენენ ზეპირ პრეზენტაციას. ისინი შეაფასებენ და გააანალიზებენ ერთმანეთის დასკვნებს და გამოყოფენ მათი აზრით, ყველაზე ზუსტ და ლაკონურ ფორმულირებებს.
მოსწავლეები ნახავენ მხატვრულ ფილმებს  როგორიცაა (ნატვრის ხე , დიდოსტატის მარჯვენა , ,, ლიტერატურული სპექტაკლი, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა,: ფორსაიტების საგა,დათა თუთაშხია და .ა.შ.)და იმსჯელებენ კითხვის,როგორც სოციო-კულტურული ფენომენის რაობასა და აუცილებელ კავშირზე კინოსამყაროსთან.თავიანთი დაკვირვებით შეძლებენ წაკითხულისა და ნანახის საერთო და განმასხვავებელი ასპექტების დანახვას.
კავშირი ე.ს.გ.-სთან: XII.5.1.4, XII.6.3, XII.4.3.6,
ხ. პროექტის შეფასების რუბრიკია.
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ბარბაქაძე

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: sofiobarbakadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: tornike2000.blogspot.com